ვითარება ყარაბაღში

12 ოქტომბერი 2020, 11:37 1049 ნახვა

ყარაბაღის კონფლიქტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ. ევროკავშირის საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით,  შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.  პარალელურად ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებენ სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებები. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიის გამოყენებით დილიდან ინტენსიურად ბომბავს. უწყების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი