სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტი

11 ოქტომბერი 2020, 12:22 790 ნახვა

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ ტერტერის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

სომხურ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ძალების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის სამიზნე სტეპანაკერტია. ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ პრეზიდენტის სპიკერი ავრცელებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გუშინ, 12:00 საათიდან შევიდა ძალაში. როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხური მხრიდან დღეს ვრცელდებოდა ურთიერთბრალდებები აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი