ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთის გამო ჩაიშალა-საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

07 ოქტომბერი 2020, 11:47 1124 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის შეხვედრა შვეიცარიაში დღეს და ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის გამო მოლაპარაკებები გადაიდო. საქართველოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი