ქუთაისში კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა

05 ოქტომბერი 2020, 15:19 1900 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. დღეს, 5 ოქტომბერს, ქუთაისში კორონავირუსით უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი ქუთაისში “ჰოსპიტალ სერვისში” გურიიდან შეიყვანეს. პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან გადაიყვანა. ქალს ფილტვების მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

"მას ქონდა გულის მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსორებულ პალატაში, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონავირუსზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. კრიტიკული მდგომარეობა იყო თავიდანვე, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანას, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი.

პაციენტი არის 87 წლის, მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო, მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში", - აცხადებს „ჰოსპიტალ სერვისის კლინიკური მენეჯერი ტარიელ კუხიანიძე.

დღეს დილით ქუთაისში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 62 წლის კაცი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდში” გადიოდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ბათუმიდან 24 სექტემბერს გადაიყვანეს. 

5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი პაციენტი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი