აჭარაში ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი კვლავ იზრდება. დღეს ახალმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 350-ს გადააჭარბა. ჯამში ჩვენს რეგიონში 24 პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, 6-ის კი კრიტიკულად.
დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ ჩვილს რომელსაც თანდაყოლილი დაავადებაც აქვს. მზარდი სტატისტიკა გვაქვს გამოჯანმრთელებულთა კუთხითაც. კოვიდ 19 ქვეყანაში კიდევ 278 პაციენტმა დაამარცხა.