სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება მძიმე ფაზაში შედის. თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში საზენიტო დანადგარს, შ-300-ს შეიყვანს, ის განადგურდება - თქვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.სომხეთის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის განახლების გამო, იძულებული არიან, საკუთარი ძალები დიდ ტერიტორიებზე გამოიყენონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქული წარმოების F-16-მა სომხეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდო