პრემიერ-მინისტრის გზავნილები იყო მკაფიო და პრინციპული - ასეთი შეფასებები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდში გიორგი გახარიას გამოსვლას გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.
მთავრობის წევრების შეფასებით პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის რუსულ ოკუპაციას, ასევე გლობალურ გამოწვევებსაც და ამ ნაწილში გაეროს წევრ ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა.