„ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს“ - აშშ-ის საელჩო

20 სექტემბერი 2020, 12:03 1309 ნახვა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგის გარდაცვალებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ,,დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.“ ამერიკის საელჩო საქართველოში რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუთ ბეიდერ გინსბურგი 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს  იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში