IRI-ის კვლევა

17 სექტემბერი 2020, 12:00 1246 ნახვა

"ქართული ოცნებას" - 33%-ი, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 15% დაუჭერს მხარს არჩევნებზე- ეს შედეგები აირაის კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა. დანარჩენ პარტიებს კი ამომრჩეველთა ხმების 1-დან 4 პროცენტამდე ერგოთ.

კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 74 %-მა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით მიიღებს“, 16 %-მა აღნიშნა, რომ „ნაკლები ალბათობით“, 4 %-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  კვლევის თანახმად, პარლამენტში შემავალი პარტიების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად 16% “ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 9-9 % კი - „ლელო საქართველოსთვის“ და „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში