ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა

15 სექტემბერი 2020, 09:58 2563 ნახვა

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა, ეზოში სხვა პირების შესვლა აიკრძალა, აკრძალულია ბენეფიციარების გასვლაც. დაწესებულებაში თანამშრომლები საკარანტინო სივრციდან ივლიან.

თავშესაფარში კარანტინის გამოცხადების მიზეზი ბენეფიციარების და თანამშრომლის ინფიცირება გახდა.  თავშესაფარში 5 ბინადარი და 1 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. თავშესაფრის წარმომადგენლების ინფორმაციით მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

მოხუცთა თავშესაფარში მყოფ მობინადრეებს და თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ყველა პირის ტესტის პასუხი უარყოფით

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი