9/11 სექტემბერი „ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ფარგლებში გაიხსენეს. თარიღთან დაკავშირებით ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.
დღესვე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სიმბოლურად 11-კილომეტრიანი მარში მოაწყვეს.
მოგვიანებით კი ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.