ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუშიდან 28 პასუხი დადებითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.
რაც შეეხება წყაროს, ქუთაისში covid-19-ის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება.
ქალაქის ცენტრში გუშინ ღამითვე დაიდგა კარავი, სადაც მოქალაქეებს ტესტის უფასოდ გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.