ქუთაისის მერიის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა

10 სექტემბერი 2020, 17:58 1114 ნახვა

ქუთაისის მერიაში თანამშრომელს კორონავირუსი ​ დაუდასტურდა. covid-19 ააიპ „ქუთგანათების სერვისი”-ს თანამშრომელს ტესტირების შემდეგ დაუდგინდა.

ინფიცირებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს დილით შეიყვანეს. ახლა სამსახურში ეპიდკვლევა და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კორონავირუსი აიტისამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა. ის ახალგაზრდა კაცია. ინფორმაციას ''ქუთგანათების'' ხელმძღვანელიც ადასტურებს. მისი განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

აიპი მერიის შენობაში არ მდებარეობს და შესაბამისად მერიაში რაიმე შეზღუდვა არ იგეგმება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი