შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი

07 სექტემბერი 2020, 17:51 1482 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ვიდეო და აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეს მასალები ბრალდების მხარემ 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესზე გამოიკითხნენ არასრულწლოვნები და იუბილარი ანა გაბეჩავა.იგი არ ადასტურებს ინფორმაციას იმ 15 000 ლართან დაკავშირებით, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები გლდანის საპატიმროში საუბრობდნენ.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში