87 წლის ასაკში გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის პირველი დირექტორი ლამარა ბოლქვაძე. იგი ტელევიზიის გახსნის დღიდან ხელმძღვანელობდა. აჭარის ტელევიზიამ პირველად მაუწყებლობა 1987 წლის 4 ნოემბერს 15 წუთიანი გადაცემით დაიწყო.
ლამარა ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორი 4 წლის განმავლობაში იყო. მანამდე კი 1965-78 წლებში აჭარის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.