სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტების შემოწმება დაიწყო თუ რამდენად იცავენ კოვიდ 19-ის პრევენციისთვის წესებს.
შემოწმდა 24 ობიექტი,მეპატრონეებს გაფრთხილება მიეცათ.
რაც შეეხება ქობულეთს აქ, პირბადის ტარების წესის დარღვევების გამო საპატრულო პოლიციამ 20-20 ლარით დააჯარიმა საქალაქთაშორისო და ადგილობრივი მიკროავტობუსის მძღოლები.
ასევე დაჯარიმდა რამდენიმე მგზავრი.