შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და შეკრებილებთან ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა.