ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. მასშტაბური აქციის ფონზე დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე მდებარე მეტროსადგური დაკეტილია.
დემონსტრაციები მინსკში 20 დღეზე მეტია არ წყდება. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებულების დასჯას ითხოვენ.