საზოგადოებრივი ორგანიზაციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტს მიმართავენ

25 აგვისტო 2020, 14:57 1011 ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე ეხმაურებიან და მიაჩნიათ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი.

შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან.კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არ მოდის თანხვედრაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი