ქალთა საფეხბურთო კლუბმა ‘’ბათუმმა’’ ეროვნულ გათამაშებაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მესამე ტურის შეხვედრაში ბათუმელები გასვლაზე ‘’ზარზმას’’ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხეს.
ქალთა ლიგას 9 ქულით ‘’ბათუმი’’ და ქუთაისის ‘’მართვე’’ ლიდერობენ. ბათუმის ქალთა გუნდმა 3 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.
შემდეგ შეხვედრას შავიზღისპირელები 29 აგვისტოს საკუთარ კედლებში სოხუმის ‘’დინამოს’’ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. ქალთა ეროვნული გათამაშების წლევანდელ სეზონში 10-ის ნაცვლად 14 გუნდი ასპარეზობს.