საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკონტროლებლებმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტებს სხვა იაფფასიანი პროდუქტით ანაცვლებდნენ.
''ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.