2 თვეზე მეტი არჩევნებამდე და მზადება პოლიტიკურ ველზე საასპარეზოდ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღის დანიშვნა სპეციალურად ჭიანურდება, რადგან მანამდე ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. თუმცა, ოპონენტების პრეტენზიების არსს ვერ ხედავენ მმართველ გუნდში,სადაც აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ. ადმინისტრაციული რესურსისა და სასამართლო ძალაუფლების გამოყენება, დაშინება, შევიწროვება ენდიაის ანგარიშშიცაა ნახსენები, რაც ორგანიზაციის პოზიციით, სანდოობას გამოწვევის წინაშე აყენებს. პარტიებს კი საკუთარი ინტერესების მაღლა, საარჩევნო პროცესის სამართლიანობის დაყენებას ურჩევს. სხვათა შორის „ენდიაის“ ანგარიშში, მედიის როლზეცაა საუბარი.