ფონიჭალაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევა 15 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.
დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.საქმეზე გამოძიება ს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტის ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.