ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05 აგვისტო 2020, 11:48 3629 ნახვა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები.  

„როიტერის“ ინფორმაციით  მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება გუშინ  მოხდა.

ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბეირუთის ხელისუფლებას მომხდარი ტრაგედიის  გამო  საქართველოს პრეზიდენტი  და პრემიერ- მინისტრი  უსამძიმრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში