საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პარლამენტის 21 დეპუტატს 2019 წელს სიტყვით საერთოდ არ უსარგებლია. მათ შორის არიან არჩილ ხაბაძე და მუხრან ვახტანგაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
ანგარიშში, ასევე, საუბარია, რომ 2019 წელს დეპუტატების მიერ საპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის 1 200 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შემცირებული მაჩვენებელია.