უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. დატბორილია რამდენიმე ქუჩა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფოთის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, სარდაფები და ეზოები დაიტბორა. ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.
ფოტო: არჩილ გეგენავა