ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

29 ივლისი 2020, 10:35 1646 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა რამდენიმე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა. 

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყრდენი წაიღო.

აღნიშნულის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

 

ფოტო: თორნიკე მეტრეველი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი