ენ-დი-აის ახალი კვლევის დიდი ნაწილი კორონა ვირუსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მოსახლების 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, არ აიცრებოდა. 73% საქართველოს ეპიდსიტუაციას მთავრობას/ექიმებს უკავშირებს, 17% — რელიგიას/გენეტიკას.მოსახლეობის 30%-ს სჯერა, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა.მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია. საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90 პროცენტი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი -ხელისუფლებას, 73 პროცენტი -ჟურნალისტებს/მედიას, 66 პროცენტი -ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61 პროცენტი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა. ამავე კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 76%, ხოლო ნატოში-69%.