ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმაა.ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია..
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვას გულისხმობს.