ავტოავარიისას დაშავებული 4 ადამიანი კლინიკაში რჩება

25 ივლისი 2020, 12:20 1161 ნახვა

ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გუშინ 6 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი დაშავდა. სამარშუტო ტაქს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, მიკრო ავტობუსი გადატრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ავარიის შედეგად გადაყვანილი ორმოც წლამდე ქალი თავის ტვინის შერყევით და გულ-მკერდის დაჟეჟილობის დიაგნოზით მკურნალობს. რაც შეეხება ორ პაციენტს რომელიც კლინიკა ,,ბრაზერსში“ იმყოფებოდნენ მედიკოსების თქმით, საჭირო კვლევების შემდეგ პაციენტები ბინაზე გაეწერნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი