ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეცრეისს იტალიის მიმართულებით შეასრულებს.
კომპანიის ინფორმაციით, სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.