სომხეთი ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით აზერბაიჯანის განცხადებას დანაშაულად აფასებს

17 ივლისი 2020, 09:25 1446 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური ერევნის მხრიდან შეტევის შემთხვევაში, სომხეთში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო იერიშით იმუქრება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ურთიერთბრალდებებს უყენებენ.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თოვუზის რაიონში შეტაკებების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოფიციალური ბაქო, სომხეთის არმიის ტექნიკის განადგურების შესახებაც იუწყება. სომხური მხარის ცნობით კი აზერბაიჯანიდან თავდასხმებს ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდნენ სამხედროებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი