უხვმა ნალექმა ე.წ ,,ოცნების ქალაქი’’ დატბორა. თვითნებურად შესახლებულების საცხოვრებლებში წყალი სახურავიდანაც ჩავიდა. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, 8 წელია სანიაღვრე სისტემის მოწყობას უშედეგოდ ითხოვენ.
ბათუმის ,,ბათუმის წყალში,, აცხადებენ, რომ წყლის ამოსატუმბად ტექნიკა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გავიდა.