გოგი წულაიამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან, პროტესტის ნიშნად, უაქციზო სიგარეტი მიიტანა            

14 ივლისი 2020, 13:45 1239 ნახვა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია სიგარეტზე ფასის ზრდას აპროტესტებს.

წულაიამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან, პროტესტის ნიშნად, უაქციზო სიგარეტი მიიტანა. ამბობს, რომ სიგარეტის აქციზის ზრდით ბიუჯეტში შენატანი არ მომატებულა, ხოლო კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობამ ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

"ფასის ზრდის გამო სიგარეტს თავი არავინ დაანება, პირიქით, დაიწყეს უფრო უხარისხო სიგარეტის ყიდვა, თუთუნის მოწევა და ამით უფრო გაიუარესეს ჯანმრთელობა. ხელისუფლების თქმით, ეს ხდება იმისათვის, რომ ბიუჯეტში გაზრდილიყო შენატანები, არადა მოხდა პირიქით და გაიზარდა კონტრაბანდა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით უგუნურ ქმედებებს. ჩვენ ყველას გვახსოვს, ლაგოდეხში მოგვყავდა თუთუნი, ზემო აჭარაში, სამეგრელოში. არსებობდა სიგარეტის ქარხანა თბილისში, ბათუმში, სოხუმში. ააღორძინეთ ეს დარგი, დაასაქმეთ სოფელში მცხოვრები ათასობით ადამიანი. ეს ადამიანების შემოსავალი იყო და ახლა მონებად ემიგრაციაში არიან წასულები. ააღორძინეთ ეს დარგი და აამუშავეთ ქარხნები,"- განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოში თუთუნის მოყვანა და სიგარეტის წარმოება აღადგინოს, რითაც სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი