პროტესტი მაუწყებლის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

10 ივლისი 2020, 10:04 934 ნახვა

მაუწყებლობასთან დაკავშირებული 2 კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია  გაიმართა.  

არასამთავრობო და მედია  ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ  მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები ტელემედიის კონტროლის შესაძლებლობას აჩენს და ბუნდოვანია.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“, სადაც ამბობენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით. აქვე გეტყვით, რომ ერთი კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს.

მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს. ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი