ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ კადრებში თვითონ ჩანს

09 ივლისი 2020, 03:35 1470 ნახვა

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებული ლაშა ლურსმანაშვილი გამომძიებლების კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, სადაც ტოიოტა ქამრის მარკის ავტომობილში მყოფმა პირებმა დიდუბეში ბენზინგასამართსადგურთან საქმის ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი ჩამოსვეს, მეორე პირი, რომელიც ფურგონიდან გადმოდის არა ავთანდილ ბილანიშვილი, არამედ სწორედ ისაა.

ლურსმანაშვილი შაქარაშვილის საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს. ის აცხადებს, რომ იმ ადგილზე შემთხვევით მოხვდა რა დროსაც ამირხანაშვილმა მას სთხოვა მობილური ტელეფონით დარეკვა. ლურსმანაშვილის მტკიცებით, დაკავებულებიდან ის არავის არ იცნობს და პირად საქმეზე იყო გამოსული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი