ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მაშველებმა მდინარის გადაკეტვის შემდეგ აღმოაჩინეს.
37 წლის კაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი და ასევე სპეცტექნიკა.