„ევროპის დღეების“ შემაჯამებელი დისკუსია

04 ივლისი 2020, 12:09 1266 ნახვა

როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ  ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ შემაჯამებელ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 15-იდან ერთ-ერთ ქვეყანაა და ეს არის აღიარება იმ წარმატების, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.მომხსენებლებმა ასევე  ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი