4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აგვიღია - მედიკოსების აქცია ქუთაისში

01 ივლისი 2020, 13:55 1131 ნახვა

ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალმა აქცია გამართა. მედიკოსები ამბობენ, რომ 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია.

აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა, ექიმების ანწილი  სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.

მედპერსონალის თქმით, გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა და დაფასების ნაცვლად საავადმყოფოს დახურვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„საავადმყოფო არის გაკოტრებული და აგვისტოს ხელფასი არ გაიცემა. ვიმუშავეთ ცხელების ცენტრში, შეხება გვქონდა კორონიანებთან და ჩვენ შვილებთან მივდიოდით სახლში. რამდენი შიში გადავიარეთ, რამდენი ცრემლი ვღვარეთ და ეს ხელფასი არ მოგვეწონა? ისედაც დაგვაკლეს აპრილის თვეში, 24 საათიან მორიგეობაში გადაგვიყვანეს ექთნები და შემდეგ გვითხრეს, რომ არ ვიცოდით 16 საათიან მორიგეობაში რომ იყავით გაფორმებულიო. 72 საათი დამაკლდა მაგალითად მე ჩემი ნამუშევარი, ცხელების ცენტრში.

კარგია ტაში მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რა მივიღეთ შრომის სანაცვლოდ, დილით გვეუბნებიან, რომ იხურება კლინიკა, რას ქვია იხურება. ამბობენ აგვისტოში დაიუხურება თუ არა უხელფასოდ იმუშავეთო. ჩემი ერთადერთი შემოსავალი ესაა.” – აცხადებენ მედპერსონალი.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათ ხელფასი უახლოეს დღეებში არ ჩაერიცხებათ, გაიფიცებიან და მათი პროტესტი გაგრძელდება.

ადგილზე მივიდა "თავისუფალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გოგი წულაია, რომელმაც მედიკოსებს სოლიდარობა გამოუცხადა.

ამ დრომდე ოფიციალური უწყებებიდან საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. სავარაუდოდ მედპერსონალი საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან შეხვედრას დღის მეორე ნახევარში გამართავს

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი