რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს - ნათია თურნავა

25 ივნისი 2020, 13:24 3199 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. 

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. ამ პრაქტიკას გავარგძელებთ. ვაკვირდებით მსოფლიოში ეპიდვითარებას. ჩვენ ფრენების აღდგენა ძალიან გვინდა, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია.​ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები,“-განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, ისინი ივლისშიც ფრთხილად მოეკიდებიან საერთაშორისო ვიზიტორებს, იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. ნათია თურნავას განცახდებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

"ჩვენი ამოცანაა ამ მონაპოვარის გაძლიერება და მოსახლეობის ვირუსისგან დაცვა. აქედან გამომდინარე ჩვენ ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება ერთი ბიზნეს ვიზიტორებისთვის, მეორე-სტუდენტებისთვის ცალკე რეგულაციები შემუშავდა და იქნება მალე საჯარო, იქნება უფრო გამარტივებული შემოსვლა ბაზარზე. ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი