დილიდან, თამარის დასახლებაში ყველა სახის ტრანსპორტისთვის სარკინიგზო გადასასვლელი ჩაკეტილია. მიზეზი სარეაბილიატციო სამუშაოებია. ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით უნდა შეიცვალოს.
ამიტომ დღეს 22:00 საათამდე მოძრაობა შეზღუდული იქნება. ამ პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბარცხანის დასახლების გავლით, თუმცა 3 ნომერი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები, ალტერნატიული გზით ვერ სარგებლობენ.
ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ ეს გზა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის და სამარშუტო ტაქსებისთვისაა გამოყოფილი, რადგან ავტობუსისთვის აღნიშნული ტერიტორია ვიწროა.