ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

19 ივნისი 2020, 15:00 1368 ნახვა

გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს.  მთავარი არხის" ერთ-ერთი სახე, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ სახელმწიფომ მას დაცვა შესთავაზა. ძირითადი კითხვები იმას შეეხებოდა, თუ რა ინფორმაციას ფლობდა 15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, მასთან კითხვები წყაროსთან დაკავშირებით დაისვა. მისი მტკიცებით, ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი