პარტიების სიების გენდერული ანალიზი

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3455 ნახვა

გენდერის მედია ცენტრში დღეს პრეზენტაცია მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს არჩევნებში მონაწილე პარტიების სიების გენდერული ანალიზის შედეგები წარუდგინა. თამილა დოლიძის განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ათეულში სულ მცირე სამი ქალი ჰყავთ, მხოლოდ ცხრაა. შესაბამისად, მათ აქვთ შანსი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში 30 პროცენტიანი გენდერული კვოტის გათვალისწინებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან წამახალისებელი დაფინანსება მიიღონ. ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წევრი, არჩევნებში მონაწილე და საჯარო სექტორში დასაქმებული ლიდერი ქალები და ცესკოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი