იმედია ისრაელი გადალახავს ​კორონავირუსის ახალ ტალღას და ივლისის ბოლოს ტურისტული მიმოსვლა აღდგება - თურნავა

18 ივნისი 2020, 10:56 1366 ნახვა

ისრაელის ტურიზმის მინისტრთან საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ონლაინ შეხვედრა გამართა. ნათია თურნავამ და ასაფ ზამირმა ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ის პერსპექტივები განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით არსებობს.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, ივლისის ბოლოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი