ვის წარადგენს ოპოზიცია ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად? იქნება თუ არა საკითხზე კონსესუსი თუ ოპოზიციურ ფლანგს სხვადასხვა კანდიდატი ეყოლება წარდგენილი? ამ საკითხზე კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. თუმცა აშკარაა, რომ ქალაქში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მოსახლეობასთან ერთი კვირაა უკვე შეხვედრებს მართავს ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის იქნება მაჟორიტარობის მსურველი? კონკრეტული პასუხს გრიგოლ ვაშაძე არ სცემს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიური იქნება, იმერეთსა და ქუთაისში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ჩართული. მაგრამ გახდება თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი არ აკონკრეტებს.
,,ქუთაისის პატრიოტი ვიქნები მუდმივად, რაც შეეხება მაჟორიტარობას, პარტიას არ აქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული''- განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე 2017 წელს ქუთაისში მერის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მეორე ტურში კი "ნაციონალური მოძრაობამ" მონაწილეობა არ მიიღო. 2018 წელს გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო.