აჭარაში 237 ლაბორატორიული კვლევის პასუხი უარყოფითია

14 ივნისი 2020, 11:52 1705 ნახვა

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 237 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 32 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი  16-000-მდე პირს ჩაუტარდა. ცნობისთვის 30 აპრილის შემდეგ  რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში  880 პირი იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი