ირაკლი კობახიძე არჩევნების თარიღის შეცვლას არ გამორიცხავს

14 ივნისი 2020, 11:49 1712 ნახვა

ქართული ოცნების ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა დაემთხვევა არჩევნებამდე პერიოდს არჩევნების თარიღის გადაწევა შესაძლებელია. მანვე აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მთავრობა ოქტომბერში ისევ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

კანონით კი, არჩევნები უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა.კობახიძის თქმით, კონსტიტუციის თანახმად, წელს არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მეორე ტური კი, წესით - 21 ნოემბერს. ქართული ოცნების ლიდერმა, ასევე, განმარტა, რომ როგორი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელიც არ უნდა იყოს ოქტომბრისთვის, გარკვეული უსაფრთხოების წესები მაინც უნდა დადგინდეს საარჩევნოდ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი