გოგი წულაიამ ქუთაისში პოლიციის შენობას ცერცვი შეაყარა

11 ივნისი 2020, 11:54 1667 ნახვა

ქუთაისში გოგი წულაიამ პოლიციის ერთ-ერთ შენობას ცერცვი შეაყარა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ ამ ფორმით მისი საჩივრის გამოუძიებლობა გააპროტესტა.

გოგი წულაიას თქმით, პანდემიის დროს, როდესაც შეკრებები აკრძალული იყო, მერიის თანამშრომლების შეხვედრა დააფიქსირა, ფაქტის ამსახველი ფოტოები პოლიციაში მიიტანა და გამოძიება მოითხოვა. ამბობს, რომ ამ დრომდე საქმე შესწავლილი არ არის.

"ამათზეა ნათქვამი, "შეაყარე კედელს ცერცვი", ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე, ნიშნად იმისა, რომ რეალურად, გამოძიება არ ხდება. მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ სთხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან", - განაცხადა გოგი წულაია.

პროცესს ადგილზე სამართალდამცველები აკვირდებოდნენ. პოლიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკოსს განუმარტეს, რომ მსგავსი საქციელია ჩადენა არ შეიძლება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი