აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში

09 ივნისი 2020, 20:05 1823 ნახვა

თითქმის 5 საათიან სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რიგით მე-2 ყოველწლიური ანგარიშისას, სიამაყით აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად რეგიონში პროექტები არ გაჩერებულა.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში, 3 ქალაქის მშენებლობის პროექტი დაანონსა, მისი თქმით, არსებული საინვესტიციო გარემო პოზიტიურ დინამიკას ქმნის. ცნობილი გახდა ისიც, რომ საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს.

ხაზი გაესვა, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის მიმდინარეობასაც, რომლითაც 215 000 აბონენტი ისარგებლებს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე აჭარაში არაერთი ინიციატივა განხორციელდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი