მახინჯაურში, გვირაბთან ახლოს , ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 25 წლის ქალი. იგი ქვემო კიდურის მოტეხილობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ''მედცენტრში’’ გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევები. მედიკოსების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა მას დასჭირდება ოპერაცია. მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის , მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.